TOPNEWS » მთავარი თემა » “ხიდების ჩატეხა და პოლიტიკოსებისა და ხალხის დაშორიშორება მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს და სუს-ს აწყობს. ჩვენ უნდა ვმუშაობდეთ გაერთიანებისთვის”

“ხიდების ჩატეხა და პოლიტიკოსებისა და ხალხის დაშორიშორება მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს და სუს-ს აწყობს. ჩვენ უნდა ვმუშაობდეთ გაერთიანებისთვის”

“ხიდების ჩატეხა და პოლიტიკოსებისა და ხალხის დაშორიშორება მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს და სუს-ს აწყობს. ჩვენ უნდა ვმუშაობდეთ გაერთიანებისთვის”

ხვალიდან ბრძოლა სხვა ფაზაში გადავა,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამრუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიზანია, ხალხსა და ოპოზიციას შორის ხიდები ჩატყდეს და მოხდეს მათი დაშორიშორება, თუმცა პროტესტი პოლიტიკურ შედეგში ვერ კონვერტირდება, თუ პროცესში პოლიტიკური ძალებიც არ არიან ჩართული.

„დღეს ამ ისტორიული თარიღის აღსანიშნავად შევიკრიბებით, ხოლო ჩემი აზრით, ხვალიდან ბრძოლა სხვა ფაზაში გადავა, სადაც ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეები თამაშობენ უმნიშვნელოვანეს როლს. ადამიანები, რომლებიც 3 თვეზე მეტია დგანან აქ, რუსთაველის გამზირზე. დაკვეთა უნდა მომდინარეობდეს ხალხისგან და საზოგადოებისგან.

ჩემი აზრით, პოლიტიკური პარტიების სტიგმატიზაციის მცდელობა, ეს არის ივანიშვილის დღის წესრიგი. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი სახალხო პროტესტი იმდენად, რამდენადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს თვითორგანიზებული, პოლიტიკურ შედეგში ვერ კონვერტირდება, თუ პოლიტიკური ძალებიც არ არიან ჩართული და გაერთიანებული ხალხთან ერთად. ხიდების ჩატეხა და პოლიტიკოსებისა და ხალხის დაშორიშორება მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს და სუს-ს აწყობს. ჩვენ უნდა ვმუშაობდეთ გაერთიანებისთვის,”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu