TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში ჩაის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა იგეგმება
ქუთაისში ჩაის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა იგეგმება
ქუთაისში ჩაის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა იგეგმება-აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.
სააგენტოს ცნობით, დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის განხილვა 2026 წლის 1 ივლისს, 14:00 საათზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (ქუთაისი, რუსთაველის №3) გაიმართება.
"ქალაქ ქუთაისში შპს „თერნალი-ჩაის“ 95 ტონა არასახიფათო ნარჩენის (ჩაის ნარჩენები) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობას და ექსპლუატაციას გეგმავს. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს,"- ნათქვამია გავრცელებულ ანონსში.





