„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში დაიწყო.
ლენტეხში გამართულ კონფერენციაზე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები აირჩიეს.
„ქართული ოცნების“ ლენტეხის ორგანიზაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გაზდელიანი უხელმძღვანელებს.
დღესვე, პარტიული კონფერენცია გაიმართა ცაგერში. კონფერენციაზე, ცაგერის ორგანიზაცის თავმჯდომარედ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ჭაბუკი ჭაბუკიანი, ასევე ბიუროს წევრები აირჩიეს.
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში დღეს დაიწყო.
ხვალ, კონფერენციები გაიმართება ამბროლაურსა და ონში.