ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები მერიამ დროებით, სასტუმროში გადაიყვანა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანა.
"დაზარალებული ოჯახებიდან 15-მა გამოთქვა დროებით საცხოვრებელში გადასვლის სურვილი. 15-ვე ოჯახი, სულ 56 ადამიანი, გუშინვე, მერიის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით, განათავსეს სასტუმროში. ოჯახები სასტუმროში ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე დარჩებიან,"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
აფეთქება ავტოქარხნის დასახლებაში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. წინასწარი მოკვლევით, აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვებაა. შემთხვევის ადგილზე ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია, ქუთაისის დელეგატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და "სოკარ ჯორჯიას" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ





