TOPNEWS » მთავარი თემა » ცაგერის ორ სოფელში შიდა გზების მოწყობა დასრულდა
ცაგერის ორ სოფელში შიდა გზების მოწყობა დასრულდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირსა და მახაშში დასრულდა შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტით გათვალისწინებული მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ გზაზე მოეწყო არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარი.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1 283 916 ლარს შეადგენს.





