ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირსა და მახაშში დასრულდა შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტით გათვალისწინებული მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ გზაზე მოეწყო არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარი.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1 283 916 ლარს შეადგენს.