TOPNEWS » მთავარი თემა » მეუფე ანტონი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკებზე: რაღაც ვერაა ისე

მეუფე ანტონი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკებზე: რაღაც ვერაა ისე

მეუფე ანტონი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკებზე: რაღაც ვერაა ისე

ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მეუფე ანტონი ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ჩხრეკების ჩატარებას ეხმიანება. 

“მომწონს ბრძოლა კორუფციასთან, მომწონს შეუვალობა და პრინციპულობა, მინდა გამოძიებული იყოს ყველაფერი, ყველასაგან, ვინც არ უნდა იყოს იგი და რა თანამდებობაზე არის, თუ იყო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ რაღაც ვერაა ისე, როგორაც უნდა მას, ვინც ესენი დაგეგმა.

გიჭირთ, საიდან ვხვდები? რატომ აწერთ ამოღებულ 7 მილიონ შვიდ თუ რამდენიმე პიროვნებას, ეს ამოღებული 7 მილიონი იქნებ ერთს პირს ეკუთვნის ან 6 პირს, რატომ სვრით იმ 6 კაცს თუ იმ ერთს?

გიჭირთ, გსურთ ყველა იყოს დამნაშავე, ასე არ შეიძლება, დაფიქრდით... ხალხი ნუ გგონიათ ბრბო... 

წყაროსთან ზის და იკრიბება ხალხი, მიდის მსჯელობა, სადაც აშკარად ჩანს რომ გიჭირთ…ყველა გზით ცდილობთ ჯერ სახელი გაუფუჭოთ მათ და შეაგუოთ ხალხი მათ დაჭერას და დაკავებას, ასე იქცეოდნენ ბოლშევიკები, როდესაც ავტორიტეტების განადგურება სურდათ,”-წერს მეუფე.

სუსის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა 24 ბინა და საცხოვრებელი სახლი. ასევე ჩატარდა პირადი ჩხრეკები. ღონისძიება ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე დედოფლისწყაროს, ვანის, ჩოხატაურისა და ბორჯომის რაიონებში. გაიჩხრიკა მოქალაქეების- ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (იგივე სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 230-მდე თანამშრომელი.

შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu