TOPNEWS » მთავარი თემა » „ვანელობის“ დღესასწაულზე მინდა საჯაროდ დაგპირდეთ, რომ ხელისუფლებისა და მთავრობის თანადგომით, მოსახლეობის მიერ მოთხოვნილი ბევრი პროექტი განხორციელდება, რაც თითოეული ვანელის ოჯახს გაახარებს”

„ვანელობის“ დღესასწაულზე მინდა საჯაროდ დაგპირდეთ, რომ ხელისუფლებისა და მთავრობის თანადგომით, მოსახლეობის მიერ მოთხოვნილი ბევრი პროექტი განხორციელდება, რაც თითოეული ვანელის ოჯახს გაახარებს”

„ვანელობის“ დღესასწაულზე მინდა საჯაროდ დაგპირდეთ, რომ ხელისუფლებისა და მთავრობის თანადგომით, მოსახლეობის მიერ მოთხოვნილი ბევრი პროექტი განხორციელდება, რაც თითოეული ვანელის ოჯახს გაახარებს”

ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოსახლეობას “ვანელობის” სახალხო დღესასწაულს ულოცავს.

“ჩემო ძვირფასო ვანელებო!

დღევანდელ დღე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა - დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.

გილოცავთ! შეგეწიოთ და გფარავდეთ ყოვლადწმიდა დედა ღვთისმშობელი!

ამ დღეს აღვნიშნავთ ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს -„ვანელობასაც“.
ვანი ანტიკური ხანის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნაქალაქარია, სადაც გადიოდა სავაჭრო- საქარავნო მაგისტრალი (აბრეშუმის გზა).

არქეოლოგთა მიერ ვანში მრავალი სახის ისტორიულმა აღმოჩენამ, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ დღევანდელი საქართველო თავიდანვე იყო  ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და გამოირჩეოდა თავისი ინდივიდუალური, თვითმყოფადი კულტურით.

ვანის წარსულს ამრავალფეროვნებენ და საინტერესოს ხდიან ის ადამიანები, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ ჰქმნიდნენ მუნიციპალიტეტის ისტორიას. გალაკტიონი, ტიციანი, კალისტრატე ცინცაძე, კორნელ კეკელიძე და მრავალი სხვა გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე სახეა ჩვენი წარსულისა და მომავლის.

საამაყო და საპატიოა ამ მიწაზე ცხოვრება! ჩემთვის კი დიდი პასუხისმგებლობაა ვანსა და ვანელებზე ზრუნვა. თქვენთან ერთად, ჩემს მიერ გადადგმული ყოველი საქმიანი ნაბიჯი, მინდა ქმნიდეს ვანის ისტორიას.

გვახარებს გალამაზებული, დამშვენებული,  კეთილმოწყობილი გზები, მოედნები, სკვერები, განათებული ქუჩები, იერსახეშეცვლილი ქალაქის ცენტრი, რეაბილიტირებული სასწავლო- საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვადასხვა სფეროში განხორციელებული პროექტებით მიღწეული შედეგები.

„ვანელობის“ დღესასწაულზე მინდა საჯაროდ დაგპირდეთ, რომ ხელისუფლებისა და მთავრობის თანადგომით, მოსახლეობის მიერ მოთხოვნილი ბევრი პროექტი განხორციელდება, რაც თითოეული ვანელის ოჯახს გაახარებს.

მინდა ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა უბანი ჟრიამულით, სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე იყოს. 

გილოცავთ „ვანელობას“! ღირსეულად გვევლოს ერთმანეთის გვერდით!,”-ამბობს ალექსანდრე გოგორიშვილი.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu