რეკლამა

ვინ არიან ქუთაისის "ტორპედოს" ახალი ფეხბურთელები?

ვინ არიან ქუთაისის "ტორპედოს" ახალი ფეხბურთელები?

ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა "ტორპედო"-მ გუნდის ახალი კაპიტანი, 
7 ახალი ფეხბურთელი და ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა 

ომრან ჰაიდარი ტორპედოს ფეხბურთელია! 25 წლის შემტევი გუნდთან ერთად იმყოფება. კარიერის განმავლობაში ასპარეზობდა ჰოლანდიისა და პოლონეთის უმაღლეს ლიგებში. მისი ბოლო კლუბი ლეხია გდანსკი გახლდათ. ომრანი ავღანეთის ეროვნული ნაკრების წევრია.

ომრანსა და კლუბს შორის 1.5 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა 1 წლის გაგრძელების პერსპექტივით.


ნიკოლა ნინკოვიჩი "ტორპედოს"
ფეხბურთელია!28 წლის შემტევი ნახევარმცველი გუნდთან ერთად იმყოფება. კარიერის განმავლობაში მრავალი ქვეყნის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა, მათ შორის:

იტალიის სერია A - 18 მატჩი 2 გოლი (1 საგოლე გადაცემა)

იტალიის სერია B - 82 მატჩი 19 გოლი, (17 საგოლე გადაცემა)

იტალიის თასი - 6 მატჩი 1 მატჩი (4 საგოლე გადაცემა)

 სერბეთი - 94 მატჩი 15 მატჩი (23 საგოლე გადაცემა)

სერბეთის თასი - 10 მატჩი 3 გოლი (3 საგოლე გადაცემა)

ბოსნია-ჰერცოგოვინა - 20 მატჩი 3 გოლი (6 საგოლე გადაცემა)

ჩემპიონთა ლიგა - 15 მატჩი

ევროპა ლიგა - 16 მატჩი

ნიკოლასა და კლუბს შორის 1.5 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით.


ანრი ჭიჭინაძე "ტორპედოს" ფეხბურთელია! 25 წლის ცენტრალური მცველი გუნდთან ერთად იმყოფება. ანრი წლების განმავლობაში ტორპედოს ღირსებას იცავდა. სხვადასხვა დროს აქვს ნათამაშები ყველა ასაკობრივ ნაკრებში, მას როგორც ეროვნული ლიგის ისე უცხოური გამოცდილება უმაგრებს ზურგს. აღსანიშნავია რომ მას ტორპედოსთან ერთად როგორც ეროვნული ჩემპიონატი ასევე საქართველოს თასი აქვს მოგებული.

ანრისა და კლუბს შორის 1.5 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა 1 წლის გაგრძელების პერსპექტივით.

გიორგი ფანცულაია "ტორპედოს" ფეხბურთელია! 29 წლის ფორვარდი გუნდთან ერთად იმყოფება. გიორგი წლების განმავლობაში ტორპედოს ღირსებას იცავდა. სხვადასხვა დროს უთამაშია როგორც ეროვნული ლიგის ისე უცხოურ კლუბებში.  მისი ბოლო კლუბი ყაზახური კასპი აქტაუ გახლდათ სადაც მან 2023 წლის სეზონში 13 ჩატარებული შეხვედრიდან 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემა გაიფორმა.

გიორგისა და კლუბს შორის 1.5 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა 1 წლის გაგრძელების პერსპექტივით.


ტეგები:

Facebook - კომენტარები