TOPNEWS » მთავარი თემა » სამტრედიაში ცენტრალურ სკვერს რეაბილიტაცია უტარდება

სამტრედიაში ცენტრალურ სკვერს რეაბილიტაცია უტარდება

სამტრედიაში ცენტრალურ სკვერს რეაბილიტაცია უტარდება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ბახტაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედიაში, ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

პროექტი  სკვერის სრულ განახლებას ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში სრულად ჩანაცვლდება საფარი,  დამონტაჟდება განათების სისტემა, მოეწყობა ახალი საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი  სივრცეები  და  განახლდება  გამწვანების ზონები.

პროექტი, რომლისსაერთო ღირებულება  1 197 047 ლარს შეადგენს,  რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს თანამედროვე, კომფორტული რეკრეაციული სივრცე შეემატება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu