TOPNEWS » მთავარი თემა » 26 მაისი ვანში ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტით აღინიშნა

26 მაისი ვანში ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტით აღინიშნა

26 მაისი ვანში ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტით აღინიშნა

ვანის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპულ მებრძოლთა მომერიალის შემკობით დაიწყო.

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა ყვავილებით შეამკო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი. ალექსანდრე გოგორიშვილმა აღნიშნა რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისთვის იმ ადამიანების ღვაწლი და თავდადება, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის თავისუფალი მომავლისთვის და ქრისტიანობის დაცვისათვის თავი გაწირეს.

ვანის მერი დაღუპულთა მემორიალზე მერის მოადგილეებთან გოჩა ჭუბაბრიასთან და ვლადიმერ ხელაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა გიორგაძესთან, საკრებულოს წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვანის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის სახლში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა შემსრულებლებმა მიიღეს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu