„ქართული ოცნების" მიერ თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებას უერთდებიან ქუთაისიდან. ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიიდან აქციის მონაწილეები დედაქალაქისკენ უკვე დაიძრნენ.
როგორც მოქალაქეები აცხადებენ, მათ სურთ მშვიდობა, დამოუკიდებლობა და არ სურთ ლგბტ პროპაგანდა. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დღევანდელ აქციას ქუთაისიდან არა მხოლოდ მმართველი, არამედ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებიც უერთდებიან.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციას იმერეთიდან 23 000-მდე მხარდამჭერი უერთდება.