რეკლამა

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულმა ნატო ხელაძემ საპატიმრო დატოვა

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულმა ნატო ხელაძემ საპატიმრო დატოვა

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულმა ნატო ხელაძემ საპატიმრო დატოვა.

როგორც ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე წერს, ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, რის საფუძველზეც  პატიმრობიდან განთავისუფლდა.

"ვის რას უმზადებს განგება, არავინ იცის! გავაცილებ ეხლა სამტრედიაში, მაგრამ სახლში არავინ ელოდება. მეუღლე მოუკლეს, შვილები მინდობით 
აღზრდაში გაიყვანა სოციალურმა სამსახურმა, ძმები და ძმისშვილი დააპატიმრეს და მოუწევს ნაქირავები სახლის ნესტიან კედლებში საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა. მძიმე ღამე ელის. ეზოში ისევ სისხლის კვალია და ბავშვების ფეხსაცმელია მიმოფანტული....

უმძიმესი ცხოვრება აქვს ამ პატიოსან და საცოდავ გოგოს, რომელიც გადაყოლილი დედაა მისი შვილებისთვის. ჯანმრთელობას ვუსურვებ და მშვიდ ცხოვრებას ნატო ხელაძეს და მის შვილებს,"-წერს ადვოკატი. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები