TOPNEWS » მთავარი თემა » “გაიცანით ჩემი ქალაქი”-კონკურსი ქუთაისში

“გაიცანით ჩემი ქალაქი”-კონკურსი ქუთაისში

“გაიცანით ჩემი ქალაქი”-კონკურსი ქუთაისში

ა(ა)იპ  "ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება" აცხადებს კონკურსს თემაზე ,,გაიცანით ჩემი ქალაქი“, რომლის საბოლოო შედეგების გათვალისწინებით მოხდება 2017 წელს ჩატარებული კონკურსის საფუძველზე გამოშვებული ამავე დასახელების წიგნის განახლებული და შევსებული ვარიანტის გამოცემა.

კონკურსში მონაწილეობს ქალაქ ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების VIII-XI კლასის მოსწავლეები, რომელთაც კონსულტაციას გაუწევს ჯგუფის ხელმძღვანელი - მასწავლებელი.

კონკურსის მიზანია მათი განათლების ხარისხის ამაღლება, ინიციატივების წახალისება და მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად. მოსწავლეთა მიერ ქალაქისა და მისი უბნების ისტორიის გაცნობა. 

დებულება, დეტალური ინფორმაცია და კრიტერიუმები ქ. ქუთაისის ყველა საჯარო და კერძო სკოლას ელექტრონულად მიეწოდება.

მოსწავლეები მოიკვლევენ სკოლების მიმდებარედ არსებული ქუჩების, ისტორიული ძეგლებისა და შენობა-ნაგებობების წარმოშობის ისტორიის შესახებ ინფორმაციას.  შეისწავლიან იმ ტერიტორიას, სადაც მდებარეობს შესაბამისი სკოლა და მოძიებული მასალით შექმნიან ვებგვერდს (ბლოგს).

მონაწილეებს ბლოგების მოსამზადებელი დრო განესაზღვრათ ა/წლის 15 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე.

ხუთი საუკეთესო ბლოგის ავტორი დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრებით და დიპლომებით. ასევე,  იგეგმება განახლებული წიგნის ,,გაიცანით ჩემი ქალაქი“ საჩუქრად გადაცემა ყველა სკოლისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ სკოლებს განაცხადი შეუძლიათ წარმოადგინონ ელექტრონულ მისამართზე: makvalakobuladze@gmail.com  ტელ: 599360429

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: 

ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ. N1, III სართული, ოთახი 3

პროექტის ავტორი და საკონტაქტო პირი:  გაერთიანების განათლების განყოფილების უფროსი  მაყვალა ქობულაძე.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu