ქუთაისში 21-22 ოქტომბერს სითითონი ტარდება.
დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ ცენტრში სითითონმა სტარტი აიღო.
ღონისძიება ქუთაისის მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და "ქლევერტონის" წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
ჰაკათონის მონაწილეები ქალაქში არსებული გამოწვევების კრეატიულად გადაჭრას შეეცდებიან.
36 საათის განმავლობაში, 20-ზე მეტი გუნდი იმუშავებს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების საკითხებზე, რომლებზეც მონაწილეები ჩამოაყალიბებენ ახალ, ინოვაციურ ხედვასა და მიდგომებს.
ჰაკათონში გამარჯვებული გუნდები 22 ოქტომბერს გამოვლინდება.
სითითონი ხორციელდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, ევროკავშირის პროექტის “ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის” ფარგლებში, USAID/Georgia-ს მხარდაჭერით.