ბაღდათში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება
მთავრობის მხარდაჭერით და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით,
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება.
მერიის ინფორმაციით, სპორტული კომპლექსი ქალაქ ბაღდათის ცენტრალურ ნაწილში განთავსდება.
“კომპლექსი მოიცავს: 250 მაყურებელზე გათვლილ მულტიფუნქციურ ტრიბუნებიან დარბაზს, საცურაო აუზს, სხვადასხვა სპორტული სახეობის დარბაზებს, ტრენაჟორების სივრცეს, კულტურულ- შემეცნებით ცენტრს, ფეხბურთის და რაგბის სავარჯიშო მინი მოედნებს.
მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის პარალელურად, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ქალაქ ბაღდათში მდებარე ცენტრალურ სტადიონს.
სპორტული კომპლექსის მშენებლობა ბაღდათში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდება,”-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

















