TOPNEWS » მთავარი თემა » ტყიბულში 2025 წლის პირველობაზე მინი ფეხბურთში ჩემპიონატი იწყება

ტყიბულში 2025 წლის პირველობაზე მინი ფეხბურთში ჩემპიონატი იწყება

ტყიბულში 2025 წლის პირველობაზე მინი ფეხბურთში ჩემპიონატი იწყება

 ტყიბულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2025 წლის პირველობაზე მინი ფეხბურთში ჩემპიონატი იწყება.
 
ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოყვარულს 18 წლის ასაკიდან. დაუშვებელია გუნდის შემადგენლობაში იყოს  საქართველოს ჩემპიონატში ან სხვა პროფესიონალურ ლიგაში მონაწილე ფეხბურთელი. 

 “მონაწილე გუნდმა, 11 აგვისტოდან 21 აგვისტოს 14:00 საათამდე,  განაცხადი უნდა წარმოადგინოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მე-3 სართულზე, ოთახი №310.

განაცხადში ნებადართულია არანაკლებ 7 და არაუმეტეს 10 წევრის, მათ შორის,  წარმომადგენელი პირის განსაზღვრა. განაცხადს თან უნდა დაერთოს მოთამაშეთა პირადობის მოწმობების ასლები (სავალდებულოა ორი ასლი), ტელეფონის ნომრები და გუნდის სახელწოდება.

 გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები და ფულადი პრიზები გადაეცემათ.

 თამაშები გაიმართება ქ. ტყიბულის სპორტულ მოედანზე (საცურაო აუზის მიმდებარედ). კენჭისყრა შედგება მიმდინარე წლის 21 აგვისტოს 19:00 საათზე. კენჭისყრაზე გუნდების წარმომადგენელთა დასწრება სავალდებულოა. 

ჩემპიონატი დაიწყება 22 აგვისტოს.

საკონტაქტო ტელეფონი: 595  93 47 77

https://docs.google.com/document/d/1Orj4OOtvTbApnRxn_fPYovJrFNvJX4kA/edit?usp=sharing&ouid=114097958737985817157&rtpof=true&sd=true,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu