ხარაგაულის კინოთეატრის მიმდებარედ, მდინარე ჩხერიმელას ნაპირდამცავი კედლის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი სამუშაო პროცესს მოადგილესთან, დავით დევდარიანთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან და ზედამხედველობისა და არქიტექურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ ბანცაძესთან ერთად გაეცნო.
პროექტი სტიქიის ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოებზე 649 000 ლარი დაიხარჯება.
პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება კინოთეატრის დაზიანებული კედლის აღდგენა და რეაბილიტაცია.