"ქართული ოცნების" დელეგატი ზვიად შალამბერიძე ტყიბულის სოფელ ორპირის მოსახლეობას შეხვდა.
"შეხვედრები მქონდა ტყიბულში, ორპირის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან. აღსანიშნავია, რომ ორპირში ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე იუსტიციის სახლი შენდება, სადაც მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე სერვისის მიღებას ერთ სივრცეში შეძლებს.
ორპირის თემში თითქმის სრულადაა მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა და წყლის სისტემები, აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიცირება, რისთვისაც მოსახლეობა თავიანთ გულწრფელ მადლიერებას გამოხატავს.
ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ხომ ხალხის ხედვაა, მათი დამოკიდებულება, შეფასება, უკუკავშირი და ჯანსაღი კრიტიკა. სწორედ ესაა ის, რასაც სწორი გზით მიჰყავს ჩვენი გუნდი, რომელიც მუდმივ მზაობას გამოხატავს, მოუსმინოს ხალხის ხმას, გაითვალისწინოს მათი აზრი და მათთან ერთად ააშენოს ჩვენი ქვეყანა, ის ქვეყანა, რომელიც უმნიშვნელოვანესია თითოეული ჩვენგანისთვის,"-ამბობს დელეგატი.