TOPNEWS » მთავარი თემა » ცაგერის სოფელ ღვირიშის სკოლას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა
ცაგერის სოფელ ღვირიშის სკოლას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშში საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა საკლასო ოთახების რეაბილიტაცია, სველი წერტილების მოწყობა, ასევე საკვანძო და ელექტროსისტემების განახლება.
სამუშაოები ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, უფლებამოსილების დელეგირების ფარგლებში შესრულდა. პროექტის საერთო ღირებულება 51 111 ლარს შეადგენს.

















