TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის მერიის ორგანიზებით, კალიგრაფიის კონკურსი გაიმართება

ქუთაისის მერიის ორგანიზებით, კალიგრაფიის კონკურსი გაიმართება

ქუთაისის მერიის ორგანიზებით, კალიგრაფიის კონკურსი გაიმართება

 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

მიმდინარე წლის 29 მარტს, შაბათს, 12 საათზე ქ. ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდება. რეგისტრაცია 25 მარტის ჩათვლით.

კონკურსის ორგანიზატორია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის
განათლების განყოფილება.

კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების განათლების განყოფილება.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ანბანის განსაკუთრებულობის შეგრძნებას; ხელით წერის კულტურის განვითარებას.

✔️ კონკურსის სამიზნე აუდიტორია:
1. ქ. ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების - /VIII-XI/ კლასის მოსწავლეები;
2. პედაგოგები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებიდან;
3. სხვადასხვა ასაკის და პროფესიის დაინტერესებული პირები;

კონკურსის შედეგად გამოვლინდებიან
I, II III ადგილზე გასული მოსწავლეები;
I, II III ადგილზე გასული პედაგოგები;
I, II III ადგილზე გასული სხვადასხვა ასაკის და პროფესიის დაინტერესებული პირები; 
3 (სამი)- ჟიურის რჩეული;
სულ 12 კონკურსანტი;
I ადგილი - 300 ლარი;
II ადგილი - 250 ლარი;
III ადგილი - 200 ლარი;
ჟიურის რჩეული - 150 ლარი.

გამარჯვებულებს გამოავლენს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დამტკიცებული კომისია. დაჯილდოება და კონკურსში მონაწილეთა
მიერ შექმნილი საუკეთესო კალიგრაფიული ნაშრომების გამოფენა მოხდება მ/ წლის 14 აპრილს, ქ.ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.

საკონტაქტო პირი:
მაყვალა ქობულაძე
ელფოსტა: makvalakobuladze@gmail.com
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: ტელ. 599360429. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu