რეკლამა

სამტრედიაში ყოფილ პოლიციელს თავს დაესხნენ

სამტრედიაში ყოფილ პოლიციელს თავს დაესხნენ

სისხლიანი დაპირისპირება სამტრედიაში. გავრცელებული ინფორმაციით, ლევან მიგინეიშვილს ავტომატით შეიარაღებული პირი დაესხა თავს და ცეცხლი გაუხსნა.  მიგინეიშვილმა სახლში შესვლა მოახერხა და ტაბელური იარაღით თავდამსხმელი დაჭრა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. ლევან მიგინეიშვილი დაკავებულია. 
 
ოჯახის თქმით, დაპირისპირების მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მათ წარსულში  ნაცნობობა აკავშირებდათ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ლევან მიგინეიშვილი ყოფილი პოლიციელია.

თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელი ლევან მიგინეიშვილის ყოფილი თანამშრომლის შვილია, თუმცა ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ. 

"თამაშობდა ბავშვებთან ერთად. გახეთქილი ჰქონდა თავი, არ ვიცი რა ჩაარტყა, სისხლი მოდიოდა. ის დაჭრილია ვიცი, მაგრამ სად, როგორ არის, არ ვიცი.  პოლიცია ჩხრეკს ყველაფერს. ლევანიც ამბობს, რომ  მხოლოდ ფიზიკურად იცის. მისი მამა და მე ვმუშაობდით ერთადო, მამამისი გასვენების შემდეგ მე ის ბავშვი არ მინახავსო", - განაცხადა თვითმხილველმა. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები