რეკლამა

მეგობრებო, როგორ ფიქრობთ, ყველა ის მოწოდება, რომ გაკვეთილები გავაცდინოთ, ბავშვები სკოლაში არ გავუშვათ, ლექციები ჩავშალოთ ევროპასთან გვაახლოებს?? 

მეგობრებო, როგორ ფიქრობთ, ყველა ის მოწოდება, რომ გაკვეთილები გავაცდინოთ, ბავშვები სკოლაში არ გავუშვათ, ლექციები ჩავშალოთ ევროპასთან გვაახლოებს?? 


ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი პედაგოგებს, მშობლებს და მოსწავლეებს მიმართავს. 

“ძვირფასო პედაგოგებო, მშობლებო, მოსწავლეებო და ჩემო ძვირფასო სტუდენტებო!

ათასობით შემოსულმა შეტყობინებამ, სატელეფონო ზარმა და ათიათასობით სოციალურ ქსელში არსებულმა, სხვადასხვა ტიპის მოწოდებებმა გადამაწყვეტინა მომემართა თქვენთვის, ჩემთვის უძვირფასეს ადამიანებისთვის. დღეს ჩვენ ქართველი ერი ვიმყოფებით ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე, სადაც სიკეთე და მშვიდობა აუცილებლად გაიმარჯვებს, მეგობრებო, შვილებო, ყველაზე მთავარს გავუფრთხილდეთ, ეს ერთმანეთის სიყვარულია, ნუ შევიძულებთ  და პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს. ძალიან ცოტა მეგულება ის ქართველი, ვისაც მისი საქართველო არ უყვარს და ყველაზე მთავარი,  დღეს, ყველა საქართველოს მოქალაქის სურვილია გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, მისი, ღირსებით, რწმენით, ტრადიციებით და მშვიდობით. 

სახელმწიფო სუვერენიტეტის თანამედროვე გაგება დაფუძნებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მე-2 მუხლზე, რომლის თანახმადაც ორგანიზაცია ეფუძნება წევრი ქვეყნების სუვერენული თანასწორობის პრინციპს და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის დაუშვებლობას. 
 დღეს, ყველასათვის გასაგებ ენაზე ითქვა ბატონი პრემიერისგან, მთავრობის წევრებისგან, რომ ჩვენი გზა ევროპაა! ჩვენ  ვდგავართ ამ გზაზე, ჩვენი თხოვნითა და მოთხოვნებით! 


მეგობრებო, როგორ ფიქრობთ, ყველა ის მოწოდება, რომ გაკვეთილები გავაცდინოთ, ბავშვები სკოლაში არ გავუშვათ, ლექციები ჩავშალოთ ევროპასთან გვაახლოებს?? 

რა დააშავა იმ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ საკუთარი აზრი და შეხედულება საკითხისადმი, სწორი და მართებულია მათი ასე საჯაროდ ჩაგვრა?  ნუ ვისაუბრებთ ზოგადი ენით, ნუ გამოვიყენებთ და ამოვეფარებით, სკოლის სახელს, პედაგოგის სახელს, და ა.შ ვისაც სურვილი გვაქვს გავიდეთ და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია მშვიდად, ყოველგვარი ცინიზმისა და ჩაგვრის გარეშე, პატივი ვცეთ კოლეგებს, რომლებიც თავის პროფესიას ღირსეულად და უღალატოდ ემსახურებიან, რომ სკოლაში მისულ მოსწავლეებს კარი არ მიუხუროს ვინმემ. ეს ფორმა, კანონის ფარგლებში დასაშვებია ყველა დასაქმებულისთვის, გამოხატოს თავისი აზრი და პოზიცია საჯაროდ, მაგრამ არა სამუშაო ადგილზე ან მის სახელს ამოფარებულმა! 


დედა ღვთისმშობლის კალთა ფარავდეს სრულიად საქართველოს!”-წერს ცქიტიშვილი. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები