TOPNEWS » მთავარი თემა » “სამგურალი” 2- ს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
“სამგურალი” 2- ს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
,,სამგურალი” 2- ს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ახალი სეზონიდან წყალტუბოელთა დუბლშემადგენლობას 42 წლის სპეციალისტი დავით ბურკაძე გაწვრთნის. მან აღნიშნულ თანამდებობაზე იოსებ გიგიაძე შეცვალა.
დავით ბურკაძემ სამწვრთნელო საქმიანობა 2010 წლიდან ქუთაისის "მართვეს" სპორტსკოლაში დაიწყო, სადაც სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებთან მუშაობდა. 2016 წელს გარდამავალ ჩემპიონატში ხონის "იმერეთის" მთავარი მწვრთნელი იყო. 2020 წელს მარტვილის "მერანი 2"– ს წვრთნიდა, 2021 წელს ვანის ,,სულორის” მთავარი მწვრთნელი გახდა, შემდეგ ტყიბულის ,,მეშახტეში” იმუშავა, ბოლოს კი ქუთაისის ,,მართვეს” წვრთნიდა.





