TOPNEWS » მთავარი თემა » სოფელ ხანის ტყეში ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობს
სოფელ ხანის ტყეში ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობს
ბაღდათის სოფელ ხანში, ტყის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობს. 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ხანძრის ჩასაქრობად 5 დღის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში ასევე ჩართული არის ვერტმფრენი და მუშაობდნენ დრონები.
ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან 8-10 კილომეტრის დაშორებით გაჩნდა. ხანძრის მოსახლეობაში გავრცელების საფრთხე არ არსებობდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას მოუწოდა, გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა არ შეუწყონ ხელი ტყეში ხანძრის გავრცელებას.





