TOP-NEWS.GE / სოფელ ხანის ტყეში ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობს

სოფელ ხანის ტყეში ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობს

ბაღდათის სოფელ ხანში, ტყის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობს. 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ხანძრის ჩასაქრობად 5 დღის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში ასევე ჩართული არის ვერტმფრენი და მუშაობდნენ დრონები.

ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან 8-10 კილომეტრის დაშორებით გაჩნდა. ხანძრის მოსახლეობაში გავრცელების საფრთხე არ არსებობდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას მოუწოდა, გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა არ შეუწყონ ხელი ტყეში ხანძრის გავრცელებას. 

28-11-2025, 16:10
უკან დაბრუნება