TOPNEWS » მთავარი თემა » ბიორნ იონსენი კვლავ “ტორპედოსთვის” იბრძოლებს
ბიორნ იონსენი კვლავ “ტორპედოსთვის” იბრძოლებს

ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ისევ “ტორპედოსთვის” შეუტევს.
გამორჩეული სეზონის ფონზე ბიორნ იონსენის შეძენა არაერთ კლუბს სურდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ნორვეგიელმა ფორვარდმა “ტორპედოში” დარჩენა გადაწყვიტა და კლუბთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც იონსენი გუნდს შეკრებაზე ქობულეთში შეუერთდება.
გასულ სეზონში იონსენმა “ტორპედოს” მაისურით 40 მატჩში 26 გოლი გაიტანა.