ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ქარავან არტ ფორუმი" მიმდინარეობს.
დღეს, ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისის დავით კაკაბაძის სახ. სახვითი ხელოვნების გალერეაში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა "ურბანული პეიზაჟები" გაიხსნა.
გამოფენის გახსნას ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე დაესწრო.
გალერეაში წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრისა და მიმართულების ნამუშევრები - ფერწერა, მხატვრული ფოტოგრაფია, ინსტალაცია.
"ქარავან არტ ფორუმი 2024" 20 მაისს დასრულდება.