TOPNEWS » მთავარი თემა » ლენტეხში თანამედროვე ბაზარი აშენდა

ლენტეხში თანამედროვე ბაზარი აშენდა

ლენტეხში თანამედროვე ბაზარი აშენდა

ვროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ერთსართულიანი აგრარული ბაზარი აშენდა.

 პროექტის ფარგლებში დასრულდა შენობის სრული მშენებლობა, მოეწყო გარე ფასადი და ჩატარდა შიდა სარემონტო სამუშაოები.

 სამუშაოების ჯამური ღირებულება 87 865 ლარი იყო, რომელიც გრანტის სახით, ლენტეხის მუნიციპალიტეტმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტ CESL - ის ფარგლებში მოიპოვა.

 ახალი ბაზარი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მეწარმეებისა და მომხმარებლების პირობებს, ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას და სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციას.

ბაზრობა ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს გაიმართება. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu