TOPNEWS » მთავარი თემა » ხონის მერი: მაქსიმალურად ორიენტირებულები იყავით მოქალაქეებზე და მათ საჭიროებებზე

ხონის მერი: მაქსიმალურად ორიენტირებულები იყავით მოქალაქეებზე და მათ საჭიროებებზე

ხონის მერი: მაქსიმალურად ორიენტირებულები იყავით მოქალაქეებზე და მათ საჭიროებებზე

ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ 2024 წლის პროექტები, პროგრამები და აქტივობები სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა.

სამუშაო თათბირზე სამსახურებმა მიიღეს კონკრეტული დავალებები. ლადო ჯურხაძემ თითოეულ მათგანს ეფექტური და კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა.

"წარმატებული იყო 2023 წელი  და ეს შედეგები  უნდა იყოს სტიმული, რომ გაცილებით ეფექტურად ვიმუშაოთ. ბევრი გამოწვევა გვაქვს მიმდინარე წელს და თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გავართმევთ თავს. მაქსიმალურად ორიენტირებულები იყავით მოქალაქეებზე  და  მათ საჭიროებებზე,"-განაცხადა ლადო ჯურხაძემ. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu