ამბროლაურის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში წელს პირველი ახალშობილი დაიბადა.
"ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ქევანაშვილმა და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა მარიკა დვალმა, ახალშობილის ოჯახს ბავშვის შეძენა მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
სოციალური პროგრამის შესაბამისად, ახალშობილთა ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ ერთჯერადი ფულადი დახმარებით, რომელიც ერთი ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 500 ლარს, ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში კი 1200 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვიან ოჯახებს, შეუძლიათ ისარგებლონ ერთჯერადი ფინანსური დახმარებით – 400 ლარი, მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ოჯახებმა კი - 600 ლარით,"-აცხადებენ ამბროლაურის მერიაში.