15 ივნისს რაჭაში ( ამბროლაური - ონი- ამბროლაური ) ველომარათონი გაიმართება!
"ყველა ველოსპორტის მოყვარულ ენთუზიასტს, შესაძლებლობა გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ ველომოგზაურობაში- რაჭის ულამაზეს ბუნებაში!
დისტანცია - 10 კმ; 20 კმ; 60კმ
კატეგორიები:
60კმ კაცები - მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17+ კაცებს;
60კმ ქალები - მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17+ ქალებს;
20კმ კაცები - მონაწილეობას იღებენ 13-17 წლის ადამიანები, მაგრამ დასაშვებია ამ კატეგორიაში მიიღონ მონაწილეობა უფრო მეტი ასაკის მოყვარულებმაც;
20კმ ქალები - მონაწილეობას იღებენ 13-17 წლის ადამიანები, მაგრამ დასაშვებია ამ კატეგორიაში მიიღონ მონაწილეობა უფრო მეტი ასაკის მოყვარულებმაც;
10კმ ბიჭები - 13 წლამდე ბავშვები;
10კმ გოგოები - 13 წლამდე ბავშვები;
დღის წესრიგით გათვალისწინებულია:
11:00- 13:00 მდე- გაიხსნება რეგისტრაცია
14:00 მარათონის დაწყება
16:30- მარათონის დასასრული
17:30- დაჯილდოების ცერემონია
ველოგარბენის სპორტული ნაწილი დაგეგმილია ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ, რომელიც მხარდაჭერილია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების მერიების და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის მიერ
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დღის მანძილზე სხვადასხვა აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა, დღის ბოლოს კი მუსიკალური საღამო დააგვირგვინებს,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.