რეკლამა

"უფალს არ უთქვამს, ლოზუნგს რომ შემოგიგდებენ, ის იყვირე და ამით გათავისუფლდებიო. გითხრა, - შენი გონება აამუშავე, და ტყუილად არ ხარ ადამიანი, უნდა იაზროვნო, არჩევანი შენ გააკეთო"

"უფალს არ უთქვამს, ლოზუნგს რომ შემოგიგდებენ, ის იყვირე და ამით გათავისუფლდებიო. გითხრა, - შენი გონება აამუშავე, და ტყუილად არ ხარ ადამიანი, უნდა იაზროვნო, არჩევანი შენ გააკეთო"

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მეუფის, სტეფანეს განცხადებით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მსვლელობა გაიმართება.

"17 მაისს ჩვენ ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ, მთელი საქართველო, დიდი და პატარა, ვისაც კი შეუძლია, ყველა იქ უნდა ვიყოთ, თბილისში, რომ ეს ბოროტების მანქანა დავძლიოთ ჩვენი ერთსულოვნებით,"-ამბობს მეუფე.

მღვდელმთავარი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც შეეხო.

"ამ ვითარებაში ველოდი, რას გვეტყოდნენ „ევროვიზიაზე“. გვითხრეს, რომ კაბიანი, შიშველფეხებიანი ბიჭი გახადეს გამარჯვებული, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. საქართველომაც მას მისცა ხმა. თუ ვერ გავარკვიეთ, სად ვდგავართ, სად მივდივართ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ. ეს გადარჩევის პროცესი უკვე მკვეთრად მიმდინარეობს. ვიღაცები [უცხოეთიდან] მოდიან, ხელებს გვიგრეხენ, - როგორც მათ უნდათ, ისე უნდათ, რომ ვიმოქმედოთ; თავი უნდა დავუთმოთ და აღგვითქვამენ, - შეგიყვანთ სამოთხეში, რომელიც დედამიწაზე არსებობსო და, სინამდვილეში, არ არსებობს. 

ფუჭი მირაჟებით დაბრმავებული ამდენი ხალხი დარბის ზევით-ქვევით. უფალმა თქვა: შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს. უფალს არ უთქვამს, ლოზუნგს რომ შემოგიგდებენ, ის იყვირე და ამით გათავისუფლდებიო. გითხრა, - შენი გონება აამუშავე, და ტყუილად არ ხარ ადამიანი, უნდა იაზროვნო, არჩევანი შენ გააკეთო. შენი გონება უნდა აამუშაო და გაიგებ, სად უნდა იდგე. დღეს უფალი უკან გასწიეს და რაღაც სიგიჟეებს აკეთებენ,"-ამბობს მეუფე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები