ოპოზიციური პარტიები იმერეთის რეგიონში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ.
კოალიცია "ერთიანობისთვის" წევრები დღეს წყალტუბოში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივებს შეხვდნენ. მათი თქმით, ოპოზიციის მიზანია 26 ოქტომბრის არჩევნებზე პირველ ადგილზე გასვლა და ოქროს მედლის აღება.
"წყალტუბო - ადგილი, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი და რომელიც მიტოვებული და დავიწყებულია ხელისუფლებისგან!
გპირდებით, რომ 26 ოქტომბრიდან აქაურობა ახალ სიცოცხლეს შეიძენს,"-ამბობს გიორგი ვაშაძე.