TOPNEWS » მთავარი თემა » ვანელი სპორტსმენების წარმატება კასპში გამართულ საქართველოს პირველობაზე
ვანელი სპორტსმენების წარმატება კასპში გამართულ საქართველოს პირველობაზე
27-29 იანვარს, ქალაქ კასპში გამართულ საქართველოს პირველობაზე სამბოში (2006-2007 და 2008-2009 წლიანებს შორის), ვანელმა ფალავანებმა წარმატებით იასპარეზეს:
ოქროს მედალი
* ნინო ტყეშელაშვილი (65 კგ) — ჩემპიონი და ევროპის ლიცენზიის მფლობელი!
ვერცხლის მედალი
* ნოდარ ვაშაყმაძე (58 კგ)
ბრინჯაოს მედლები:
* ლუკა გულდაშვილი (53 კგ)
* გიორგი დვალიშვილი (58 კგ)
* გიორგი ჟღერია (71 კგ).
ნინო ტყეშელაშვილმა საქართველოს ჩემპიონის ტიტულთან ერთად, აპრილში სერბეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ვულოცავთ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს- შმაგი დადუნაშვილს და შალვა გაბუნიას ამ გამარჯვებას.





