TOPNEWS » მთავარი თემა » ვინ იმღერებს ვანში, დღეს დაგეგმილ გრანდიოზულ კონცერტზე?

ვინ იმღერებს ვანში, დღეს დაგეგმილ გრანდიოზულ კონცერტზე?

ვინ იმღერებს ვანში, დღეს დაგეგმილ გრანდიოზულ კონცერტზე?

ვანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მოწყობილ საახალწლო ღონისძიებას მასპინძლობს.

ცენტრალურ მოედანზე გაიმართა 
სანტას, ელფების და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. ადგილზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება და შეძენა. 

ადგილზე შეძლებთ გემრიელი კერძების და ცხელი სასმელის დაგემოვნებასაც.

მოედანზე ასევე მოწყობილია საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვები სწავლობენ საახალწლო ნაძვის ხეების, გირჩების, მისალოცი ბარათების დამზადებას და ორცხობილების მოხატვას. 

18:00 საათიდან კონცერტი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას "ლეონი“,  ბენდი "არგო", ირინა ბაირამაშვილი, მირზა მოდებაძე, თიკა ჯამბურია და ზუკა ხუციშვილი ბენდთან ერთად მიიღებენ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu