პრემიერის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დღეს ტყიბულში საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
პროექტ "ახალ წლის დღეების" ფარგლებში, გასართობი და სახალისო აქტივობები დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო სივრცე, იქნება ორკესტრის, ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა.
დღის ბოლოს მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება, ასევე გაიმართება კონცერტი ,,ჩვენი კვარტეტისა“ და ,,გუფი ლენდის“ მონაწილეობით. ცივ ამინდში განწყობის ასამაღლებლად მოსახლეობას ცხელი სასმელებისა და გლინტვეინის დაგემოვნების შესაძლებლობა ექნება.
საღამო ფეიერვერკით დასრულდება.