TOPNEWS » მთავარი თემა » სახალხო დამცველმა რაჭაში ოფისი ნაჩუქარ ფართში გახსნა

სახალხო დამცველმა რაჭაში ოფისი ნაჩუქარ ფართში გახსნა

სახალხო დამცველმა რაჭაში ოფისი ნაჩუქარ ფართში გახსნა

ამბროლაურში, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველის აპარატის ახალი რეგიონული ოფისი გახსნა. მისი თქმით, ოფისი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში უფლებადარღვევის ფაქტების გამოვლენას უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს სახალხო დამცველის მანდატის ეფექტურ განხორციელებას.

ოფისის გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

“აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში 2024 წლის ნოემბრიდან მუშაობს. ახლად გახსნილი ოფისი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ გადაეცა სახალხო დამცველის აპარატს. განახლებული სამუშაო სივრცე ხელს შეუწყობს, რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლის ეფექტურ საქმიანობას ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვის მიზნით.

ამ ეტაპზე სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისები 10 სხვადასხვა ქალაქში მდებარეობს. რაჭის ახალი ოფისი ამბროლაურში, ბრატისლავა-რაჭის ქუჩა 11 არის განთავსებული,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu