KIU-ს სტუდენტი მიუნსტერის (გერმანია) უნივერსიტეტის მათემატიკის სამაგისტრო პროგრამაზე, სრული დაფინანსებით ისწავლის
KIU-ს მათემატიკის სკოლის მეოთხე კურსის წარჩინებული სტუდენტი ზაურ ბოკელავაძე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა მიუნსტერის (გერმანია) უნივერსიტეტის მათემატიკის სამაგისტრო პროგრამაზე, ალგებრა-ტოპოლოგიის მიმართულებით.
როგორც სასწავლებელში აცხადებენ, საუკეთესო აკადემიური მიღწევების გამო, ზაური 2021 წლიდან დღემდე სარგებლობს KIU-ს რექტორის სტიპენდიით. „Erasmus+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იგი იმყოფებოდა ავეიროს უნივერსიტეტში (პორტუგალია). შემდეგ კი, სტაჟირება გაიარა ამავე უნივერსიტეტის კვლევით ცენტრში Center for Research & Development in Mathematics and Applications (ავეირო, პორტუგალია). სტაჟირების პერიოდში კიდევ უფრო გაიუმჯობესა სტუდენტისთვის აუცილებელი კვლევის საწყისი უნარები.
“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მომცა უნიკალური ცოდნა და გამოცდილება, განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. მადლობას ვუხდი KIU-ს ქართველ და უცხოელ პროფესორებს, რომლებიც, თავიანთი გამოცდილების გაზიარების გზით, მუდმივად უჭერდნენ მხარს ჩემს პროფესიულ განვითარებას,“ - ამბობს ზაურ ბოკელავაძე.





