TOPNEWS » მთავარი თემა » განათლების მინისტრი ზესტაფონში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

განათლების მინისტრი ზესტაფონში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

განათლების მინისტრი ზესტაფონში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ, ლევან ზალკალიანთან ერთად  ქალაქ ზესტაფონში საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.

მინისტრმა მშობლებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ და რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ ინიციატივებზე მათთან ერთად იმსჯელა. ყურადღება გაამახვილა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე, სახელმძღვანელოების შინაარსის გაუმჯობესებაზე, პროფესიული განათლების გაძლიერებასა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის უზრუნველყოფაზე.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ხარაგაულისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებმა. მათ  საშუალება ჰქონდათ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე მინისტრისგან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების დელეგატი ზვიად შალამბერიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუმებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu