TOPNEWS » მთავარი თემა » ვანში საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა

ვანში საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა

ვანში საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა

„დინამო თბილისის“ აკადემიის ორგანიზებით და ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 25-26 ოქტომბერს ვანში საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს იმერეთის მუნიციპალიტეტების საფეხბურთო სკოლებმა — გუნდებმა, რომლებიც დედაქალაქური კლუბის რეგიონული პროექტის მონაწილეები გახდნენ. ფესტივალს „დინამო თბილისის“ აკადემიის ორგანიზებით 10 გუნდის, სხვადასხვა ასაკის 200-ზე მეტი ბავშვი ესწრებოდა.

სპორტული ღონისძიება ვანის მუნიციპალიტეტის მერიასა და „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა. ფესტივალს ესწრებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე და „დინამოს“ აკადემიის  რეგიონული პროექტების მენეჯერი გია ისიანი.

ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენის მიზნით „დინამო თბილისმა“ გეოგრაფია გააფართოვა და რეგიონებში საფეხბურთო სკოლების მრავალი ქსელი ჩამოაყალიბა, რაც მიზნად ისახავს ნიჭიერი მომავალი თაობის ფეხბურეთელების მოძიებას.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu