მემინგემიდან ქუთაისის მიმართულებით მომავალი ბორტი ავარიულად რუმინეთში დაეშვა. როგორც ცნობილი გახდა, ავარიული დაშვების მიზეზი ბორტზე მგზავრებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება გახდა.
როგორც ბორტის მგზავრები ამბობენ, ერთმანეთს ფიზიკურად ქართველი და რუსი ეროვნების ორი მამაკაცი დაუპირისპირდა.
"ჩემი მეგობარი მგზავრობს აღნიშნული რეისით. როგორც მითხრა, რუსი იყო მთვრალი, რომელიც იგინებოდა და მანდვე მჯდომ გოგოს ავიწროვებდა. ქართველი გამოესარჩლა და ტელფონით გაუხეთქა შუბლი, ჩხუბის და ალიაქოთის გამო დროებით ავარიულად დაეშვა რუმინეთში თვითმფრინავი, ქართველები და რუსიც ჩაიყვანეს".
"შეატყობინებდნენ ბორტგამცილებლებს, სხვაგან გადააჯენდნენ იმ გოგოს და რომ ჩავიდოდნენ, მერე გაიგდებდნენ წიხლქვეშ იმ უნამუსოს. პატარა ბავშვებმა რა დააშავეს, ვინც ამ ყველაფრის შემსწრე გახდა? 26 თებერვალს ვიმგზავრე ქუთაისი მემინგემის რეისით და დიახ ჩვენც დავეშვით რუმინეთში, რადგან ვიღაც აზიელი ვიზუალის ტიპი დათვრა და გადაეკეტა. ვერავინ აკავებდა და 4-5კაცი აკავებდა, სანამ არ გათიშეს და არ შეუკრეს ხელ-ფეხი, ვერ გააჩერეს. იცით რა დაგვემართა მგზავრებს? ბავშვებს? მითუმეტეს ბავშვს, რომელიც არ არი ტიპიური განვითარების (აუტისტური სპექტრი აქვს) არ გაინტერესებთ? ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ დავიცვათ ყველა, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება, თუმცა ამით არ დავაზარალოთ სხვაც, განსაკუთრებით ბავშვები, რადგან მათი ფსიქიკა მსგავს რაღაცეებს ვერ აღიქვავს".