ვანის მერმა საჯარო სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა
ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მერის მოადგილემ ვლადიმერ ხელაძემ მერიის კულტურის და განათლების სამსახურის ხელმძღვანელთან და ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან ერთად, ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს და სიგელებთან ერთად სიმბოლური, ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
2025 წელს ვანის მუნიციპალიტეტში სკოლა 175 -მა მოსწავლემ დაამთავრა, აქედან ოცდასამმა წარჩინებით. ესენი არიან:
1. მარიამ დვალიშვილი - სსიპ ვანის N1 საჯარო სკოლა;
2. ნატალი ჩახუნაშვილი - სსიპ ვანის N1 საჯარო სკოლა;
3. ანი დავითაძე - სსიპ ვანის N2 საჯარო სკოლა;
4. მათე თადუმაძე - სსიპ ვანის N2 საჯარო სკოლა;
5. თამაზ ინაშვილი - სსიპ ვანის N2 საჯარო სკოლა;
6. ნინიკო მახარეიშვილი - სსიპ ვანის N2 საჯარო სკოლა;
7. მარიამ ნიკოლეიშვილი - სსიპ ვანის N2 საჯარო სკოლა;
8. თინათინ ხურციძე - სსიპ ვანის N2 საჯარო სკოლა;
9. ლუკა ხავთასი - სსიპ ვანის N2 საჯარო სკოლა;
10. მარიამ მჟავია - სსიპ ვანის N2 საჯარო სკოლა;
11. ნანა მამულაძე - სსიპ მთისძირის საჯარო სკოლა;
12. ანანო ბაღდავაძე - სსიპ სალხინოს საჯარო სკოლა;
13. მარი მაღლაკელიძე - სსიპ სალხინოს საჯარო სკოლა;
14. თვალაბეიშვილი თეკლა - სსიპ ყუმურის საჯარო სკოლა;
15. ტარიელ კიკუტაძე - სსიპ ზედავანის საჯარო სკოლა;
16. ლიზი ბარაქაძე - სსიპ ისრითის საჯარო სკოლა;
17. თამარ კაპატაძე - სსიპ ისრითის საჯარო სკოლა;
18. ნოდარი ერემეიშვილი - სსიპ ისრითის საჯარო სკოლა;
19. კლავდია სურგულაძე - სსიპ ბზვანის საჯარო სკოლა;
20. გიორგი მესხი - სსიპ ამაღლების საჯარო სკოლა;
21. ლაშა რიჟამაძე - სსიპ ამაღლების საჯარო სკოლა;
22. ანდრო ბიბიჩაძე - სსიპ ქვედაგორას საჯარო სკოლა;
23. მარიამ მებურიშვილი - სსიპ სალომიანოს საჯარო სკოლა.
“გვიხარია ჩვენი მოსწავლეების წარმატება და დიდ მადლობას ვუხდით პედაგოგებს, რომელთა თანადგომით და შრომითაც მათ ამ წარმატებების მიღწევა შეძლეს. მადლობა ასევე მათი ოჯახის წევრებს და მშობლებს, რომ ასე შეუწყვეს ხელი. ჩვენ გავაგრძელებთ წარმატებული მოსწავლეების დაჯილოებას და მოტივაციის ამაღლებას მომავალშიც . ყველას ვუსურვებთ ღირსეულ და წარმატებულ მომავალს,”-განაცხადა თავის მისალოც სიტყვაში ვანის მუნიციპალიტეტის მერმა.
„განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვების და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ოქროს მედალი ეძლევა მოსწავლეს, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა 10-ს შეადგენს.





