რეკლამა

სიგელი კულტურის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის

სიგელი კულტურის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის

 ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ“  70  წლის იუბილე მიულოცა ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური  სახლ-მუზეუმის დირექტორს მარინე სულაქველიძეს. 

კულტურის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მარინე სულაქველიძეს სიგელი გაერთიანების მმართველის მოადგილემ ბაია კოღუაშვილმა გადასცა. 

მარინე სულაქველიძე  ზ. ფალიაშვილის მემორიალურ  სახლ-მუზეუმში 1975  წლიდან მუშაობს. პირველ ეტაპზე იყო ექსკურსიამძღოლი, ხოლო 1992 წლიდან  დღემდე არის მუზეუმის ხელმძღვანელი. ამ ხნის მანძილზე მას ჩატარებული აქვს არაერთი თემატური ღონისძიება და სამეცნიერო კვლევა მუზეუმის პოპულარიზაციის მიზნით.  დამსახურებისთვის მიღებული აქვს დიპლომები და ჯილდოები.


ტეგები:

Facebook - კომენტარები