TOPNEWS » მთავარი თემა » ვინ და როდის ააშენებს სოფელ კურსების მონაკვეთზე ახალ გზას?

ვინ და როდის ააშენებს სოფელ კურსების მონაკვეთზე ახალ გზას?

ვინ და როდის ააშენებს სოფელ კურსების მონაკვეთზე ახალ გზას?

ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის დაზიანებული მე-7 კმ-ის მონაკვეთის სანაცვლოდ, ალტერნატიული შემოვლითი გზის მშენებლობა იგეგმება.

საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დასრულდა.

პროექტირების განხორციელების სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ - „პროჯეკტ კომპანიმ” - გამოხატა. ამჟამად შერჩევა/შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 691 000 ლარი იყო, კომპანიამ კი სამუშაოების შესრულების ფასად 2 152 801 ლარი დაასახელა.

ვის ეკუთვნის „პროჯეკტ კომპანი“?

შპს „პროჯეკტ კომპანი“ სამეწარმეო რეესტრში 2011 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი გიორგი ჭყოიძეა, რომელიც კომპანიის 60%-იან წილსაც ფლობს. დარჩენილ წილებს კი ლაშა ჩილოჩავა (20%) და აკაკი გოგობერიშვილი (20%) ინაწილებენ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 2026 წელს კომპანიამ მონაწილეობა მიიღო 12 სახელმწიფო შესყიდვაში, საიდანაც 2 ტენდერში გაიმარჯვა, 3 ტენდერში კი შერჩევა/შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

რატომ გახდა საჭირო შემოვლითი გზის მოწყობა?

ტექნიკურ დავალებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული გზა უზრუნველყოფს იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს შორის სატრანსპორტო კავშირს. თუმცა, ბოლო პერიოდში მე-7 კმ-ის მონაკვეთზე განვითარებული მეწყრული მოვლენების შედეგად, არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

„აღნიშნულმა პროცესებმა გამოიწვია გზის ცალკეული მონაკვეთების დამეწყვრა და სავალი ნაწილის ძლიერ დაზიანება, რის გამოც არსებული გზა ვეღარ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და უწყვეტ მოძრაობას.

არსებული მდგომარეობა ქმნის სატრანსპორტო შეფერხებებს, ზრდის გადაადგილების დროსა და საექსპლუატაციო ხარჯებს, ამასთანავე წარმოადგენს საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელოვან რისკს“, - ვკითხულობთ დოკუმენტებში.

დოკუმენტების მიხედვით, ახალი გზის სავარაუდო არეალი ასე გამოიყურება:

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu