8 სექტემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია EuroCarto2024.
ღონისძიება ტარდება საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის (ICA) ეგიდით. კონფერენციის მუშაობაში მსოფლიოს 50 ქვეყნის 300 მეცნიერი მონაწილეობს. კონფერენციაზე 27 სექცია იმუშავებს.
საქართველოდან სამეცნიერო ფორუმზე 7 მეცნიერი მონაწილეობს. ქართველი გეოგრაფების დელეგაცია წარმოდგენილია შემდეგი მეცნიერებისგან: თენგიზ გორდეზიანი, გიორგი დვალაშვილი, გოჩა გუძუაძე, მანანა შარაშენიძე, თინათინ ნანობაშვილი, რობერტ მაღლაკელიძე, რომან კუმლაძე, გიორგი გაფრინდაშვილი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორმა, გეოგრაფიის დოქტორმა, ჭიათურის საპატიო მოქალაქემ გიორგი დვალაშვილმა კონფერენციაზე წარადგინა თემა ჭიათურის კარსტული რელიეფის და მღვიმეების შესახებ. გაიმართა დისკუსია.