დისტანციური რობოტით და თანამედროვე მანქანა-დანადგარებით მუშაობა ჭიათურის საწარმოებში მალე დაინერგება.
"ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, უკრაინიდან მოწვეული კოლეგების მიერ შემუშავებული რეკომენდაციის საფუძველზე, ამ მიმართულებით თანამშრომლების გადამზადება უკვე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
"ჭიათურაში დაიწყო დისტანციური მანქანა რობოტის Brokk 170-ის ოპერატორთა თეორიული სწავლების კურსი.
Brokk 170 ამ სფეროში მოქმედი ლიდერი შვეიცარული კომპანიის ნაწარმია, რომელიც გვირაბებში და შახტებში ნგრევის სამუშაოებისთვის გამოიყენება. დისტანციური მართვის რეჟიმი შესაძლებლობას იძლევა მაღაროში დასაქმებულებს ხელით მძიმე შრომა შეუმსუბუქოს.
ოპერატორებმა მიიღეს დეტალური თეორიული ინფორმაცია ტექნიკის მუშაობის სპეციფიკის შესახებ.
თეორიული კურსის დასრულების შემდეგ, დაიწყება სწავლების პრაქტიკული ნაწილი. კურსის დასრულების შემდეგ კი ყველა ოპერატორი შეძლებს დამოუკიდებლად იმუშაოს თანამედროვე ტექნოლოგიის საშუალებით,"-აცხადებენ კომპანიაში.