რეკლამა

"ზესტაფონობა" ერთი კვირა გაგრძელდება

"ზესტაფონობა" ერთი კვირა გაგრძელდება

"ზესტაფონქალაქობის"  საიუბილეო კვირეული ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალით "სულიკო 2023” გაიხსნა. 

ცხრაწყაროს განახლებულ თეატრონზე მუსიკალურმა შემსრულებლებმა საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს. ინდივიდუალური და საგუნდო შემსრულებლები სპეციალურმა ჟიურიმ (მაცაცო სებისკვერაძე, ნუცა ჯანელიძე, რომა რცხილაძე) შეაფასა. გრანპრი გადაეცა ზესტაფონის ანსამბლს ,, ბერმუხა”, ხოლო პირველი ადგილი თერჯოლის ანსამბლს ,,იამე”. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალში იმერეთის მუნიციპალიტეტების მუსიკალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. 

ფესტივალი "სულიკო" 80-იანი წლებიდან იმართება. იმავე პერიოდში ფესტივალის სამასპინძლოდ, ცხრაწყაროში ღია თეატრონი მოეწყო.

ქართული კულტურისა და ხელოვნების ისტორიაში  განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სიმღერას ,,სულიკო” რომლის სამშობლო ზესტაფონის ერთ - ერთი სოფელი ცხრაწყაროა. ეს უკვდავი მელოდია დიდი სიყვარულით სარგებლობს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები