რეკლამა

კურორტ საწირეს მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

კურორტ საწირეს მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

ტყიბულში, კურორტ საწირეში მოსახლეობა წყალს ითხოვს. ადგილობრივების თქმით, 
უკვე ორი კვირაა, რაც წყლის გარეშე იმყოფებიან.

"ყოველდღე  გვეუბნებიან, რომ ხელოსნები უნდა ჩამოვიდნენ ხან ხაშურიდან, ხან მარტვილიდან. მოდიან, მაგრამ ჯერ არავინ ჩამოსულა და არ მოუწესრიგებიათ წყალი. 

სირცხვილია, 21-ე საუკუნეში კურორტ საწირეში წყალი რომ არ იყოს. დავიღალეთ მოსახლეობა, რადგან სულ წყლის პრობლემაა. მაგალითად არის ნარჩევი საზოგადოების წევრები, რომლებთან მუდმივად არის მათთან წყალი. მაინდამაინც პრესას უნდა მივმართოთ რომ ეს პრობლემა გადაიჭრას? იმედია ყურადღებით მოეკიდებით ამ საკითხს,"-აცხადებენ ადგილობრივები.

საინფორმაციო topnews.ge პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას ტყიბულის მერიისგან ცდილობს. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები