TOPNEWS » მთავარი თემა » რა შეიცვალა წყალტუბოში “ცივ ტბაზე”?

რა შეიცვალა წყალტუბოში “ცივ ტბაზე”?

რა შეიცვალა წყალტუბოში “ცივ ტბაზე”?


წყალტუბოში “ცივი ტბის” რეაბილიტაცია დასრულდა.

 “ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, 
ტბაზე სამუშაოები 2023 წელს დაიწყო.
ტერიტორია გაიწმინდა წლების განმავლობაში დაგროვილი ასეულობით ტონა ნალექისგან. რეაბილიტაცია ჩაუტარდა გადასახედს, მოეწყო სათევზაო და ნავსადგომის ადგილები, ტბის გარშემო საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკები. ტერიტორია გამწვანდა დამატებითი ნარგავებით, დამონტაჟდა განათების სისტემა და მოეწყო საავტომობილო პარკინგი.  პროექტის  ბიუჯეტმა 16.2 მილიონი ლარი შეადგინა. 

შესრულებული სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა იმერეთის რეგიონისა და წყალტუბოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მინისტრი ასევე გაეცნო იმერეთის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ სხვა პროექტებს. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu